Saturday, 27 June 2015

დღე მე-8

დღეს შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი ბოლომდე. აგრეთვე მოსწავლის დამხმარე დავალებები. დიფერენცირებული დავალებები,ჭკვიანი,სპეციალური საჭიროებისა და სუსტი ბავშვებისთვის.

Tuesday, 23 June 2015

დღე მე-7

დღეს შევაჯამეთ პროექტის გეგმის შაბლონში პროცედურების ჩამონათვალის თანამიმდევრობა.
შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმებზე. მოსწავლის შეფასებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების შექმნაზე. 
ნაყოფიერი დღე იყო. მადლობა მარეხს :)

Thursday, 18 June 2015

დღე მე-6

დღეს შევქმენით სკაფოლდინგის რესურსები პროექტისათვის. შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი  პროცედურებით. საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.

Tuesday, 16 June 2015

დღე მე-5

დღეს ტრეინინგის პირველ ნაწილში გავეცანით წინა ტრეინინგზე შექმნილ პროექტის პრეზენტაციებს,განვიხილეთ და შევაჯამეთ.
მეორე ნაწილში ვიმუშავეთ ბლოგებზე,ვისწავლეთ გვერდების შექმნა,რედაქტირება და ფონისა და დიზაინის შეცვლა.

Sunday, 31 May 2015

დღე მეორე

მოკლედ მიმოვიხილეთ წინა დღეს გავლილი მასალა.
გავეცანით პუბლიკაციის ჩეკლისტის შესაქმნელად საჭირო აქტივობებს.
 შევქმენით ჩექლისტები ჩვენი პროექტისთვის.
შევქმენით პუბლიკაცია. საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.
პირველი დღე
დღე 1
გავეცანით ტრეინინგის მასალის ჩამონათვალს.მოკლედ მიმოვიხილეთ თითოეული მოდულის შინაარსი. მოვახდინეთ იდეების შეჯერება,თუ რატომ არის მნივნელოვანი პროექტებით სწავლება.
  შევქმენით საქაღალდეები,სადაც თავმოყრილი იქნება პროექტისთვის საჭირო რესურსებისა და სხვადასხვა აქტივობების ჩამონათვალი.

ვფიქრობ, მოცემული ტრეინინგი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია. მომეწონა ,რომ ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი და საშუალება გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ყოველ საფეხურს.